ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამაგისტრო პროგრამა განათლების ადმინისტრირებაში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას განათლების ადმინისტრირების 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ (UCLA).

2010 წლის 3 და 4 მაისს, 4 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა ატარებს ღია პრეზენტაციას, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32 (ყოფილი "სულხან საბას" შენობა), პირველი სართული.

განათლების ადმინისტრირების პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიდერები, რომლებსაც ექნებათ საჭირო ცოდნა და შესაძლებლობები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მართონ განათლების სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი დაწესებულება ან პროცესი. პროგრამის დამთავრებულებს მაღალ დონეზე ეცოდინებათ განათლების სფეროს კვლევა, მენეჯმენტი, ეცოდინებათ განათლებასთან დაკავშირებული სოციალური კონტექსტების შესახებ. თეორიული კურსების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოებს.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განათლების ადმინისტრირების პროგრამის ვებგვერდის ბმული. >>


2010 წლის 10 მაისამდე დარეგისტრირდი სამაგისტრო პროგრამებზე და გაიარე საერთო სამაგისტრო გამოცდა უნარებში! 2010 წლის 10 მაისს იწურება სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა. იჩქარეთ და არ დაკარგოთ შანსი ჩააბაროთ 2010-2011 წლის სამაგისტრო პროგრამებზე!

ილიაუნის 2010-2011 წლის სამაგისტრო პროგრამები სრულად იხილეთ ბმულზე.>>

ბანერები