ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სალექციო კურსი - “კონსტიტუცია და დემოკრატია”

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აცხადებს მიღებას სალექციო კურსზე:

“კონსტიტუცია და დემოკრატია”

სალექციო კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.

სალექციო კურსი შეეხება შემდეგ თემებს:

1. კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის
2. კონსტიტუცია და დემოკრატიული კონსოლიდაცია
3. კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია
4. ხელისუფლების დანაწილება და დემოკრატია
5. პოლიტიკური პარტიები, დემოკრატია და კონსტიტუცია
6. კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან

სალექციო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, თუმცა, ასევე, განვიხილავთ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან წარმოდგენილ განაცხადებს.

სულ შეირჩევა 30 მონაწილე.
პროცედურული საკითხები:
პროგრამის ხანგრძლივობა:  6  კვირა
ყოველ კვირას გაიმართება ერთი ლექცია.  ხანგრძლივობა:  1.5 სთ
პროგრამის დაწყების თარიღი:  29  ნოემბერი
ლექციების ჩატარების დრო:  18:00
ლექციების ჩატარების ადგილი:  წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს
სწავლების ენა:  ქართული

სალექციო პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერთიფიკატი.
სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ შერჩევითი ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გაწევრიანდებიან სალექციო ჯგუფში.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (300-დან 500 სიტყვამდე),  შემდეგ მისამართზე:   info@conlaw.iliauni.edu.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა  20  ნოემბერი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,
მისამართი:  თბილისი 0162, საქართველო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,
საკონტაქტო პირი:  ნინო ჭელიძე, დირექტორის ასისტენტი

ბანერები