ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საკონსტიტუციო სერტიფიცირებული სპეც-კურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აცხადებს მიღებას:
 “საკონსტიტუციო სამართალწარმოების სერტიფიცირებულ სპეც-კურსზე”.

კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან:
საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურასა და მუშაობის წესს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკანონმდებლო რეგულირებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. სტუდენტები იმუშავებენ, როგორც უკვე გადაწყვეტილი საქმეების ანალიზზე, ისე მიმდინარე საქმეებზე და მოამზადებენ სასამართლო მეგობრის პოზიციას.

კურსის ხანგრძლივობა: 4კვირა.
შეხვედრების პერიოდულობა:  კვირაში ერთი სამუშაო შეხვედრა (ჯამში 12 აკადემიური საათი).
სალექციო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სპეც-კურსზე დაიშვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:  24.01.2014 წ.

მსურველებმა მიმართეთ ცენტრის ასისტენტს მეილზე: nino.chelidze.1@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,
მისამართი:  თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5.

ბანერები