ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საკომპოზიტორო კონკურსი „იაპონური შემოდგომა“

განცხადებები

საკომპოზიტორო კონკურსი საქართველოში მცხოვრები სტუდენტი კომპოზიტორებისთვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლეს ინსტიტუტებში მოსწავლე სტუდენტ-კომპოზიტორებს.

კონკურსის შედეგად შერჩეული კომპოზიცია შესრულდება საყოველთაოდ აღიარებული იაპონელი და ქართველი მუსიკოსების მიერ საქართველოში გამართულ კონცერტებში 2012 წლის ოქტომბერში.

საკონკურსო კომპოზიციამ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

1.      კომპოზიცია უნდა იყოს შაკუჰაჩის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (შაკუჰაჩი ტრადიციული იაპონური ბამბუკის ფლეიტაა, რომლის დიაპაზონი პირველი ოქტავის რე-დან მესამე ოქტავის ლა-ბემოლს მოიცავს, და რომლის ძირითადი კილოა რე-ფა-სოლ-ლა-დო).

2.      კომპოზიციის ხანგრძლივობა დაახლ. 7-10 წუთს უნდა უდრიდეს.

3.      დასრულებული კომპოზიცია (პარტიტურა და პარტიები) მიღებული უნდა იქნას კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის მიერ 2012 წლის 10 აგვისტომდე (იხ. ქვემოთ).

4.      კონკურსის შედეგად შერჩეული კომპოზიცია გამოცხადდება კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის მიერ 2012 წლის 7 სექტემბერს.

5.      ჟიურის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ჟიურის შემდგენლობაში შედიან:

მარინა ადამია, კომპოზიტორი (საქართველო) თავმჯდომარე
ქენ აისო, მევიოლინე (იაპონია/დიდი ბრიტანეთი)
აკიკაცუ ნაკამურა (იაპონია)
მაკა ვირსალაძე (საქართველო)

კონცერტები ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში თბილისში, და სავარაუდოდ ბათუმსა და ქუთაისში „იაპონური შემოდგომის“ ფესტივალის ფარგლებში. შესმრულებლები იქნებიან შაკუჰაჩის დიდოსტატი აკიკაცუ ნაკამურა ტოკიოდან, საყოველთაოდ აღიარებული მევიოლინე ქენ აისო ლონდონიდან, და პიანისტი საქართველოდან. ფესტივალი „იაპონური შემოდგომა“ აღნიშნავს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლის თავს, და ტარდება იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით.

ზოგადი ინფორმაციისთვის შაკუჰაჩისთვის კომპოზიციის შექმნის შესახებ მიმართეთ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეს (იხ. ქვემოთ).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა განაცხადონ მასში მონაწილეობის შესახებ წერილობით, ელ-ფოსტის საშუალებით, კონკურსის ჟიურის თავმჯდომარესთან, არა უგვიანეს 2012 წლის 31 ივნისისთვის. მასვე მიმართეთ დამატებითი ინფორმაციისთვის.

„იაპონური შემოდგომის“ კომპოზიციის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, პროფ. მარინა ადამია:

ელ-ფოსტა m.adamia@iliauni.edu.ge ტელ. 595-296264

ბანერები