ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო ხელშეკრულება

განცხადებები

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრებები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2014 წლის 17 სექტემბრიდან და გაგრძელდება 19 სექტემბრის ჩათვლით. მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ძირითად სიას უნდა გამოცხადდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  მის: ჩოლოყაშვილის გამ. 3/5,  ოთახი H118, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.  გამოუცხადებლობის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს შეავსებს კანდიდატი დამატებითი სიიდან რეიტინგის მიხედვით.  მათთან ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 22 და 23 სექტემბერს.  დამატებითი სიის განრიგი დაიდება 19 სექტემბერს 18:00 საათზე უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

ხელშეკრულების გაფორმებისთვის სტუდენტობის კანდიდატებმა აუცილებლად თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა.

ბანერები