ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

განცხადებები

საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი:

1. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები, მეტეოროლოგია - აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -A)

2. არქეოლოგია - აღწერა, კურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -C)

3. საზღვაო კვლევები - აღწერა, კურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -C)

4. ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამა (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგიია; თეორიული ასტროფიზიკა; ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომია; მზის ფიზიკა; კოსმოლოგია; ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა; ბიოფიზიკა) - აღწერა,  კურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -E)

5. ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის - აღწერა, კურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -C)

6.პროგრამული ინჟინერია - აღწერა, კურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -C)

7. კომპიუტერული გრაფიკა - აღწერა, კურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -C)

8. თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება - აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება (სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტის ტიპი -C)

იხ. გასაუბრების ფორმატი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით

რეგისტრაცია:

საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 11 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18.00 საათამდე  (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E366).

რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1.განაცხადის სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
2.პირადობის მოწმობა და მისი ასლი; უცხო ქვეყნის მომქალაქის შემთხვევაში - პასპორტი ( ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
3.საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში საგამაცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი.
4.ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
5.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ;
უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ  ცნობაში მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
6. სამხედო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (მოეთხოვებათ ვაჟებს)
7. იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების (გასაუბრების)  გრაფიკი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრებები მიმართულებების მიხედვით ჩატარდება 3, 4, 5, 8 სექტემბერს. ინფორმაცია პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრებების განრიგის შესახებ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე  გამოქვეყნდება 2  სექტემბერს.

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება 10 სექტემბერს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე

სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 10:00  საათიდან 18:00 საათამდე. (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია)
 აპელაციის გათვალისწინებით საბოლოო შედეგები (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სია) უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსდება 16 სექტემბერს.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

ხელშეკრულების გაფორმების ვადები.

კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდნენ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე  (მის: საინჟინრო ფაკულტეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი H 118):

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხი კანდიდატები 2014 წლის 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით,
სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხი კანდიდატები 2014 წლის 22-23 სექტემბერს,

ხელშეკრულების გაფორმებისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

ჩარიცხულ მაგისტრანტთა სია  გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 
2014 წლის  24 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რანჟირებული სია  წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს 2014 წლის 24
სექტემბერს.
ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დადგენილ ვადებში (ძირითადი სია - 17-19 სექტემბერი; სათადარიგო სია 22-23 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება უნდა გააფორმოს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საინჟინრო ფაკულტეტი,
თამარ ხოჭოლავა - 577 23 50 40; მარიკა ნინიძე - 577 23 77 79

ბანერები