ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო სტუდენტური ესსეების კონკურსი

განცხადებები

შავი ზღვის საერთაშორისო საპარლამენტო  ეკონომიკური ასამბლეა (The Parliamentary Assembly of Black Sea Economic Cooperation – PABSEC), შავი ზრვის უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობით აცხადებს საერთაშორისო სტუდენტების ესსეების კონკურს თემაზე „შავი ზღვის რეგიონი 20 წლის შემდეგ“.

კონკურსის მიზანია სტუდენტების (18 - 30 წლამდე) ჩართვა ორგანიზაციის წევრი თორმეტივე ქვეყნიდან (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდავეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და ხელშეწყობა მათი სამომავლო კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ხედვების ჩამოყალიბებაში. მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ საგანმანათლებლო პროექტში და დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები, ოცნებები და სამომავლო მოლოდინები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი, 2013.

დამატებითი ინფომაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერს მისამართზე: www.bsun.org/PABSEC_Essay_Competition.

შეფასება მოხდება ეროვნული კომიტეტის მიერ რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან ყველა წევრი სახელმწიფოდან. გამარჯვებულები (თითო ქვეყნიდან თითო გამარჯვებული) მიწვეულები იქნებიან PABSEC-ის სამიტზე რომელიც გაიმართება 41-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში და მათ გადაეცემათ დიპლომები. მონაწილეების მგზავრობას და ცხოვრების ყოველდრიურ ხარჯებს დაფარავს, შავი ზღვის საერთაშორისო საპარლამენტო ეკონომიკური ასამბლეა.

თორმეტივე გამარჯვებული ესსე გამოქვეყნდება სპეციალურად PABSEC-ის 20 წლისთავთან მიძღვნილ ტომეულში და საერთაშორისო ჟურნალის სპეციალურ გამოცემაში „წერილები შავი ზღვიდან“.

ბანერები