ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო სიმპოზიუმი

განცხადებები

„ინტერკულტურული დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“  სიმპოზიუმი ჩატარდება 2014 წლის 5-8 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სიმპოზიუმს სამეცნიერო ხელმძღვანელობას გაუწევს ავსტრიის მხრიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის ფილოსოფიური დიალოგის ავსტრიული საზოგადოება, საქართველოს მხრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი (ტელ. 2105913 ელ.-ფოსტა: mzia.galdavadze@iliauni.edu.ge).

სიმპოზიუმის ორგანიზებასთან, მათ შორის სიმპოზიუმის მასალების პუბლიკაციასთან  დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. სიმპოზიუმის მონაწილეებს შეარჩევს სპეციალური კომისია წარმოდგენილი თეზისების საფუძველზე.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია გერმანული და ინგლისური.

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ნოემბერი.

მის.: ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H-116, ტელ. 2105913 ელ.-ფოსტა: mzia.galdavadze@iliauni.edu.ge.

დაწვრილებითი ინფორმაცია მონაწილეობის პირობების შესახებ იხ. ბმულში.

სიმპოზიუმი 2014 ინგლისური
სიმპოზიუმი 2014 გერმანული

ბანერები