ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო საზაფხულო სემინარები თეოდორ ჰოისის კოლეჯში (გერმანია)

სემინარები

მსოფლიოს 30 ქვეყნის 18 დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 2010 წლის ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ სემინარებში, სადაც საშუალება ექნებათ განახორციელონ საკუთარი პროექტები. პროექტზე მუშაობის გამოცდილება, ისევე როგორც წინასწარ რაიმე კონკრეტული იდეის ქონა სავალდებულო არ არის. საუკეთესო პროექტებს ერთი წლის განმავლობაში თეოდორ ჰოისის კოლეჯი დააფინანსებს. ასევე სემინარზე დასწრების, მგზავრობის, ცხოვრებისა, დაზღვევისა და ვიზის ხარჯებს დაფარავს თეოდორ ჰოისის კოლეჯი.
მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი სემინარები:

სემინარები გერმანულ ენაზე:

• Ich bin, wer ich bin - wer bin ich? Identitäten
• Turboschnell oder megaentspannt - was ist dein Tempo? Geschwindigkeit und Zeit
• Vorsicht: Essen! Gesundheit, Umwelt, Gesellschaft
• NGO, Staat, Gesellschaft, Medien - wer sichert die Demokratie?

ორენოვანი სემინარი გერმანულ და რუსულ ენებზე:

• Vielfalt | Mногообразие.

მონაწილეთათვის გერმანული ენის კარგ დონეზე ცოდნა სავალდებულოა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 28 თებერვალი, 2010. საბოლოო შედეგები 2010 წლის აპრილში გახდება ცნობილი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.theodor-heuss-kolleg.de/bewerbung.html

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები