ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

29 აგვისტოდან  3 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის გეომეცნიერებების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “კავკასიის აქტიური ტექტონიკა, მაგმატიზმი - ბუნებრივი საფრთხეები და რესურსები”. კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონფერენციის ძირითადი თემები იქნება:

• რეგიონის ზოგადი გეოლოგია და ტექტონიკა
• მაგმატიზმი და გეოქიმია
• აქტიური ტექტონიკა და სეისმოლოგია
•მულტიდისციპლინური კვლევები (გარემო კვლევები, ბუნებრივი რესურსები, დისტანციური ზონდირება, გამოყენებითი გეოფიზიკა და სხვ.)

კონფერენციის ჩატარების ადგილი და თარიღები:

ელექტრონული რეგისტრაციის და თეზისების ატვირთვის დასაწყისი: 15/06/2013
რეგისტრაციის და თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 31/07/2013
კონფერენციის ძირითადი სესიები თბილისში: 29-31/08/2013
გასვლითი სემინარი სტეფანწმინდაში: 01-03/09/2013
პუბლიკაციების წარდგენის ბოლო ვადა: 15/09/2013
კონფერენციის მასალების პუბლიკაცია: 11/2013

ინსტრუქცია ავტორებისთვის:

• თეზისები ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 150 სიტყვისა ძირითად ტექსტში) ატვირთული უნდა იყოს კონფერენციის ვებ-საიტზე (www.catm.iliauni.edu.ge) 15 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
ინსტრუქცია კონფერენციის მასალების პუბლიკაციებისთვის განთავსებული იქნება მოგვიანებით კონფერენციის ვებ-საიტზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ კონფერენციის სამდივნოს: CATM@iliauni.edu.ge ან დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 557 34 20 14 (კონფერენციის ადმინისტრაციის მდივანი ქ-ნი ქეთა კემულარია).

იხილეთ ლინკი >>>

ბანერები