ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ‘’IMPALLA’’

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ‘'IMPALLA'' (2009-2010 სასწავლო წლისათვის). ფორმის შევსების ბოლო ვადაა 31 მაისი 2009 წელი

IMPALLA (International Master in Social Policy Analysis)-ს პროგრამა წარმოადგენს უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებულია CEPS/INSTEAD-სა (ლუქსემბურგი) და Leuven-ის (ბელგია) უნივერსიტეტების ბაზაზე, რომელსაც კავშირი აქვს Tilburg-ის (ნიდერლანდები), NancyII-ისა (საფრანგეთი) და Louxembourg -ის (ლუქსემბურგი) უნივერსიტეტებთან.


IMPALLA-ს პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს Leuven-ის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამაგისტრო ხარისხით.
Leuven-ის უნივერსიტეტში ზემოთ ხსენებული პროგრამის სტუდენტებს უნივერსიტეტის ჩვეულებრივი სტუდენტის სტატუსით დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ.

პროგრამას აქვს სამი ძირითადი აკადემიური მიზანი:

- სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული საფუძვლებით უზრუნველყოფა
- კვლევის მეთოდოლოგიაში ტრეინინგებით უზრუნველყოფა
- პოლიტიკის შეფასების საფუძვლიანი ცოდნით უზრუნველყოფა

და ეძებს მსურველებს შემდეგი პროფილით:
- თუ სტუდენტმა გაიარა აკადემიური სწავლების ძირითადი 4 წელი და გააჩნია კვლევის მეთოდების გარკვეული ცოდნა
- თუ დაინტერესებულია სოციალურ პოლიტიკაში და სურს კვლევის გაკეთება თავისი სპეციალიზაციის განხრით
- თუ სურვილი აქვს ისწავლოს საერთაშორისო გარემოში როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფში

ვრცლად ზემოთ ხსენებული პროგრამის შესახებ ინგლისურ ენაზე იხილეთ შემდეგ საიტზე:
www.soc.kuleuven.be/impalla


ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,  ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები