ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო კონფერენცია

7-10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით "სეკულარიზაცია და დესეკულარიზაცია პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში". ფოლკსვაგენის ფონდისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი, გერმანელი და სომეხი პროფესორები; წარმოდგენილ თემებს ექნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე, თუმცა კონფერენციის ძირითადი სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიებას გახსნის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე.

ბანერები