ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო კონფერენცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ავალონის გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტის (კანადა) ორგანიზებით  12-19 ოქტომბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციის მიზანია, გარემოს ცვლილებასა და ადამიანის ადაპტაციას შორის არსებული ურთიერთკავშირის შესწავლის მიზნით უზრუნველყოს დისციპლინათშორისი და რეგიონთაშორისი მიმართება გეოლოგიურ, არქეოლოგიურ, ეკოლოგიურ და ანთროპოლოგიურ მონაცემებთან.

კონფერენცია მოიცავს როგორც სესიებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე საველე გასვლებს სხვადასხვა რეგიონში.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისათვის.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2013.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებ გვერდი

ბანერები