ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო კონფერენცია

განცხადებები

”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველო და სომხეთი პერსპექტივაში” 29-30 ივნისი, 2012 ერევანი, სომხეთი.

საერთაშორისო კონფერენცია ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველო და სომხეთი პერსპექტივაში” ტარდება პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით და განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.

მკვლევარებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებზე:
•    მიგრაცია, დიასპორა და სოციალური ჩართულობა;
•    სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური ქსელები და სოციალური კაპიტალი;
•    მედია, დისკურსები და საჯარო სივრცე;
•    სახელმწიფო ძალაუფლება, მმართველობა და დემოკრატია;
•    ეროვნული იდენტობა, უმცირესობები, რელიგიური და კულტურული კაპიტალი;
•    სოციალური ცვლილება(ახალგაზრდების იდენტობა, ღირებულებათა ცვლა, ახალგაზრდების დასაქმება, ა.შ).

კონფერენციის მიზანია:
შესაძლებლობა მისცეს მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე /კვლევის შედეგებზე.

განიხილონ ტრანსფორმაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომლის წინაშეც დგას სოციალური მეცნიერებები  საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციის მონაწილეები უნდა იყვნენ დოქტორანტები ან დოქტორანტურის კურსდამთავრებულები, რომლებსაც  2008 წელს და მას შემდგომ მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი.

კვლევითი ნაშრომების თემატიკა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს ან სომხეთს.

ასევე მიიღება ნაშრომები, რომლებიც შედარებით ანალიზს მოიცავს.

კონფერენციის ენა: ინგლისური

საბუთების მიღება:

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს 1 გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV), კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) და სამოტივაციო წერილი 2012 წლის 12 მარტამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@ascn.ch და jan.kreuels@ascn.ch. Subject გრაფაში მიუთითეთ ASCN Annual Conference 2012.

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და გაერთიანებული 1 pdf ფაილად.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2012 წლის 10 აპრილს.

კონფერენცია ჩატარდება ერევანში.

კონფერენციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს პროგრამა.

შემდგომი ინფორმაციისთვის:
დენის დაფლონი, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის კოორდინატორი ელ-ფოსტა: info@ascn.ch; denis.dafflon@unifr.ch

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ascn.ch/en/Events/Annual-Conference-2012.html.

ბანერები