ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო კონფერენცია

განცხადებები

ცხადდება საბუთების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში BioVision.Nxt. 2011-ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2011 წლის 27-29 მარტს საფრანგეთის ქალაქ ლიონში.

BioVision არის 3 დღიანი სამეცნიერო ფორუმი სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

BioVision.Nxt. 2011 უმასპინძლებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს. ფორუმის მიზანია ერთად შეკრიბოს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მკვლევარები მთელი მსოფლიოდან, რათა მათ იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და დასახონ ამ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური გზები.

მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, თუ მას მოპოვებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში (ბიოლოგია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ჯანსაღი კვება, გარემოს დაცვა) ან არის დოქტორანტი. აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. მას მოპოვებული უნდა ჰქონდეს აღიარება სამეცნიერო სფეროში, რასაც დაადასტურებდა მიღებული სტიპენდიები ან ჯილდოები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

·         შევსებული სააპლიკაციო ფორმა

·         ფოტოსურათი (საპასპორტო ზომის, JPEG ფორმატის)

·         პასპორტის ასლი

·         ბიოგრაფია და პუბლიკაციების სია

·         დიპლომი

·         ერთი სარეკომენდაციო წერილი (გამოცდილი მეცნიერისაგან, რომელიც იცნობს აპლიკანტის მოღვაწეობას)

·         სამოტივაციო წერილი

დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Biovision.nxt@biovision.org

აპლიკაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2010.

შერჩეული კანდიდატების სია გამოცხადდება 2010 წლის ნოემბერში.

"BioVision" დააფინანსებს მონაწილეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს, შესაძლებელია მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაც.

აპლიკაციის ფორმის ჩამოსატვირთად იხილეთ ბმული http://www.biovision.org/bv2011/apply-for-biovision-nxt-2011.html.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები