ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო კონფერეცნია: თანამედროვე საქართველოს დაბადება 1918-2009

22009 წლის 10-12 ოქტომბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია ,,თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები 1918-2009 წწ."

კონფერენციის საზეიმო გახსნა ჩატარდება საქართველოს პარლამეტში 10 ოქტომბერს 10.30 საათზე. კონფერენცია გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსტეტის საკონფერენციო დარბაზში (ი.ჭავჭავაძის გმ.32) - 10 ოქტომბერს 14.15 საათზე.

განსახილველი თემები:
თანამედროვე საქართველოს მთავრობისა (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) და 1918-21წწ. პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის მსგავსებებისა და განსხვავებების შედარებითი ანალიზი. სპეციალისტები (არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები), აკადემიკოსები და პოლიტიკოსები განიხილავენ შემდეგ თემებს:
• 2008 წლის აგვისტოს ომის გავლენა საქართველოსა და მსოფლიოზე;
• გეოპოლიტიკის, ენერგიისა და რეგიონალური ძალაუფლების როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში;
• ევროპის როლი საქართველოში 1921 - 2009.

ორგანიზატორები:

კონფერენციას ორგანიზებას უწევს ეროვნული და საერთაშორისო აკადემიკოსებისა და მეცნიერების ჯგუფი, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მაშინდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები.
კონფერენციას სპონსორები არიან:
• ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
• თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• რუსთაველის ფონდი

კონფერეციის მხარდამჭერები:
• სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების საქართველოს ფონდი.
• ქართული ასოციაცია აშშ-ში.
• საქართველოს მთავრობა
• დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
• ფრიდრიხ ებერტის ფონდი

2009 წლის 26 მაისს აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დეკლარაციის 91-ე წლისთავი.
• 1918 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა კონსტიტუცია, საპარლამენტო სისტემა ეროვნული არჩევნებით, აქტიური ოპოზიცია და თავისუფალი პრესა.
• 700 წლის განმავლობაში პირველად იყო საქართველო ტერიტორიულად მთლიანი და დამოუკიდებელი.
• პირველი რესპუბლიკა და თანამედროვე საქართველო ორივე დანგრეული იმპერიის საფუძველზე აღმოცენდა და პროდასავლური ორიენტაციის იყო, დაუპირისპირდა რა მტრულადგანწყობილ რუსეთს მარტო აღმოჩნდა პოლიტიკური და სოციალური სისტემების დამკვიდრების პროცესში საშინაო სეპარატისტულ მოძრაობებსა და ახალი ეკონომიკის პირისპირ.
პირველი რესპუბლიკა და თანამედროვე საქართველო ორივე დანგრეული იმპერიის საფუძველზე აღმოცენდა და პროდასავლური ორიენტაციის იყო, დაუპირისპირდა რა მტრულადგანწყობილ რუსეთს მარტო აღმოჩნდა პოლიტიკური და სოციალური სისტემების დამკვიდრების პროცესში საშინაო სეპარატისტულ მოძრაობებსა და ახალი ეკონომიკის პირისპირ.
პირველი და დღევანდელი რესპუბლიკები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ისტორიით, კულტურითა და გეოგრაფიით. გვაქვს მნიშვნელოვანი გაგრძელებები, პარალელები და განსხვავებები, რომლებიც გამოკვლეული უნდა იყოს აკადემიური წრეებისა და სპეციალისტების მიერ, რათა საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი პერიოდი ცნობილი გახდეს ქართული საზოგადოებისთვის.

კონფერენციის განრიგი იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისათვის: pr@iliauni.edu.ge

ბანერები