ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საერთაშორისო ფოტო-კონკურსი

განცხადებები

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გაცნობებთ, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2007 წლიდან შექმნილია სამუშაო ჯგუფი „კულტურათა დიალოგი“, რომელმაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.

მიმდინარე წლისათვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს საერთაშორისო ფოტო-კონკურსი თემაზე „ინტერკულტურული შეხვედრები“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-35 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.

გამარჯვებულთათვის დაწესებულია პრიზები.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იხ. ბმულში.

ავსტრიული კულტურის ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები