ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საჯარო პოლიტიკის ქეისების კონკურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა აცხადებს განაცხადების მიღებას საჯარო პოლიტიკის სფეროში ქართული ქეისების შექმნაზე. ქეისები უნდა ასახავდეს ქართულ რეალობას და შეეხებოდეს საჯარო სექტორის მენეჯმენტის თავისებურების რომელიმე ასპექტს.
მაგ. შესაძლო სფეროები: ორგანიზაციული ქცევა, სტრატეგიული დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვა, ეთიკა საჯარო სამსახურში, ინფორმაციული ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და სხვ.

ქეისი შეიძლება დაწეროს ილიას უნივერსიტეტის ნებისმიერმა პროფესორმა ან დოქტორანტმა და განკუთვნილია საჯარო პოლიტიკის/პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტებისთვის.

ქეისის თემა და მოკლე მონახაზი (მაქსიმუმ ერთი გვერდი) აპლიკანტმა უნდა გააგზავნოს სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრაციაში (mpa@iliauni.edu.ge). განაცხადების ბოლო ვადაა 15 იანვარი.

კომისია განაცხადების განხილვის შემდეგ დაუკავშირდება  შერჩეული თემების ავტორებს და გააცნობს ქეისის შედგენის შინარსობრივ და  ტექნიკური მოთხოვნებს.
ქეისის ენა - ქართული ან ინგლისური.

ანაზღაურება თითოეული ქეისისათვის - 400 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში.
ქეისები შევა კრებულში, რომელსაც 2014 წელს გამოსცემს  სამაგისტრო პროგრამა და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ილიას უნივესიტეტის ყველა სამაგისტრო პროგრამის პროფესორისა და სტუდენტისთვის.

დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე:(mpa@iliauni.edu.ge)

ბანერები