ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საჯარო ლექციების სერია განათლებაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის სამეცნიერო და კვლევითი გრანტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს პროფესორ მაილს ბრაიანტს (Miles Bryant), რომელიც წაიკითხავს ლექციას „პროგრამების და პროექტების შეფასება" ხუთშაბათს, 28 იანვარს, 18.15 საათზე, 101 აუდიტორიაში.

მაილს ბრაიანტი არის პირველი სტუმარი სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მუდმივმოქმედი სემინარისა, რომელიც სთავაზობს პლატფორმას სხვადასხვა მეცნიერების წარმომადგენლებს საჯარო განხილვებისა და დისკუსიებისთვის. სემინარი ღიაა ყველა სხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, ასევე დაინტერესბეული პირებისთვის.
სემინარი გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, 18.15 საათზე, 101-ე აუდიტორიაში. ყოველი თვის თემის ანონსი გამოცხადდება ერთი კვირით ადრე. პირველი თვე ეძღვნება განათლებას.


მომხსენებლის შესახებ: დოქტორი ბრაიანტი არის ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იყო ამავე უნივერსიტეტის ფაკულტეტის სენატის პრეზიდენტი და მისი დეპარტამენტის უფროსი ექსპერტი. დოქტორი ბრაიანტი არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს აშშ-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შორის, მის ნაშრომებს ხშირად იყენებენ სადოქტორო პროგრამების სტუდენტები დისერტაციაზე მუშაობისას. დოქტორი ბრიანტი ასევე არის ბოლო პერიოდში გამოშვებული სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავის თანაავტორი; ეს სახელმძღვანელო ეხება განათლების ადმინისტრირების სწავლებას და გამოცემულია ამერიკის წამყვანი პროფესიული ასოციაციის მიერ, რომელიც მუშაობს განათლების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პროგრამებზე.

ბანერები