ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სადაზღვევო საქმე, ჯანდაცვისა და ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამები „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ და “სადაზღვევო საქმე“ აცხადებს თეზისების მიღებას სამეცნიერო კონფერენციისთვის  შემდეგ მიმართულებებში

ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის მენეჯმენტი
ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი
საზოგადობრივი ჯანდაცვა
ჯანდაცვის ეკონომიკა
სადაზღვევო საქმე

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

კონფერენციის ჩატარების შემდეგ მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის სამეცნიერო კრებულში და ელ-ჟურნალში.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ან დამოუკიდებელ ახალგაზრდა მკვლევარებს.

მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ თეზისი ქართულ და ინგლისურ ენაზე და მოხსენების შინაარსი სრულად. მოხსენებებს განიხილავს სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი და პასუხს მონაწილეებს აცნობებს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

იხილეთ ინფორმაცია
განაცხადის ფორმა >>>

ბანერები