ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საბერძნეთის რესპუბლიკის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (2009-10)

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2009-2010 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამოყო 2 სტიპენდია ბაკალავრიატის და ბაკალავრიატის შემდგომ საფეხურზე სასწავლებლად. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის და ბაკალავრიატის შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად საბერძნეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში.

(*შენიშვნა: აღნიშნული არ მოიცავს თეოლოგიისა და ხელოვნების დარგის საბაკალავრო პროგრამებს და მედიცინის ბაკალავრის შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს).შევსებულ სააპლიკაციო ფორმებთან ერთად აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ საჭირო დოკუმენტების ნოტარიალურად დამოწმებული ასლების წარდგენა. დამოწმებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ მხოლოდ იმ კანდიდატებმა, რომელთაც მიენიჭებათ სტიპენდია, საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ.დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი კანდიდატურა უნდა წარადგინონ საბერძნეთის საელჩოში. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 25 აგვისტო.დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და მისი გაცემის პირობების შესახებ, ასევე თითოეული საფეხურისათვის წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა და სააპლიკაციო ფორმები, საბერძნეთის უნივერსიტეტების ჩამონათვალი სრულად ინგლისურ და ბერძნულ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე: http://www.greekembassy.ge/?Announcements ან მიმართოთუნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები