ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევების ახალი სამაგისტრო პროგრამა

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე.

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევების სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს რეგიონში ინსტიტუტებისა და იდენტობების ინტერდისციპლინურ კვლევას და სპეციალისტთა და მკვლევართა ახალი თაობის მომზადებას პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიის, ეკონომიკისა და ისტორიის მიმართულებით.

სამაგისტრო პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში:

•    ასწავლოს როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიის, პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების ფუნქციონირების ძირითადი პირობები და პრობლემები თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან მიმართებაში, ასევე საბჭოური პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების ტრანსფორმაციის პირობები და პრობლემები პოსტ-საბჭოთა ეპოქაში;
•    გამოუმუშავოს პოლიტიკური სისტემების, ეკონომიკური პროცესებისა და სოციალური ცვლილებების ანალიზის უნარი;
•    ასწავლოს წყაროებზე და მონაცემთა ბაზებში მუშაობა, განუვითაროს მეცნიერული კვლევისთვის აუცილებელი სხვა უნარ ჩვევები.
სასწავლო პროგრამა
სწავლების პროცესი წარიმართება ოთხი მიმართულებით:
•    უშუალოდ საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევის ინტერდისციპლინური სალექციო კურსები;
•    პირველწყაროების კვლევა (უპირატესად არქივებში);
•    არჩევითი სალექციო კურსები სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის ან ისტორიის მიმართულებით (არჩეული სპეციალობის გათვალისწინებით);
•    სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა.
მაგისტრის ხარისხის მინიჭება გადაწყდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
•    მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელია 120 კრედიტის მოგროვება;
•    სტუდენტმა მეორე, მესამე და მეოთხე მოდულებში უნდა აირჩიოს იმ მიმართულების საგნები, აგრეთვე თემა არქივში კვლევისა და სადიპლომო ნამუშევრისთვის, რომელშიც სურს მაგისტრის ხარისხის მოპოვება;
•    მაგისტრის ხარისხის მინიჭება მოხდება მეორე (18 კრედიტი), მესამე (18 კრედიტი) და მეოთხე (30 კრედიტი) მოდულებში არჩეული მიმართულებით.
შენიშვნა: პროგრამა თავსებადია სოციალური მეცნიერებების ყველა პროგრამასთან.

დასაქმების სფერო


სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შესაძლებლობა ექნება:

  • გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით;
  • დასაქმდეს საჯარო სამსახურში, საზოგადოებრივ ან კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუტებში. მას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც სჭირდებათ ექსპერტები პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში.

პროექტის პარტნიორები

  • ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია)
  • ბაზელის უნივერსიტეტი (შვეიცარია)
  • ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტი (გერმანია)
  • ლიმერიკის უნივერსიტეტი (ირლანდია)
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • საქართველოს ეროვნული არქივი
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო განყოფილება.

 

სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა იწურება 2010 წლის 10 მაისს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 წლის სამაგისტრო პროგრამები სრულად იხილეთ ბმულზე.>>

 

ბანერები