ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა

The SNIECODA Project - Strengthening the National Institutional and Educational Capacities to Implement Official Development Programmes/Projects


რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საპროექტო განაცხადის მისაღებად შემდეგ სფეროებში:
1. მმართველობის სფერო: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართვა საჯარო ადმინისტრირების პროცესებში.
2. დემოკრატიისა და სამართლებრივი ნორმების გამყარება: ადამიანთა უფლებებათა დაცვის, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმის მხარდაჭერა.
3. ეკონომიკური განვითრება: საბაზრო ეკონომიკის განვითრების წახალისება, კერძო სექტორის განვითრება, მათ შორის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მეშვეობით, პრივატიზაციის პროცესის ხელშეწყობა, მონეტარული/სავალუტო პოლიტიკის ჩამოყალიბება, საჯარო ფინანსების მენეჯმენტი.
4. განათლება და კარიერული განვითარება/დასაქმება: პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა კურიკულუმების განვითარების თვალსაზრისით, ტრენერების მომზადება, პროფესიული და ტექნიკური განათლების რეფორმა, შრომის ბაზრის რეფორმა.
5. ჯანდაცვა: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი, შიდსთან ბროლა.
6. ინფრასტრუქტურის განვითარება და გარემოს დაცვა: სასოფლო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ტელეკომუნიკაციური, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული პროექტები, ტურისტული ობიექტების პოტენციალის კაპიტალიზაცია და გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურის პროექტები.


განაცხადი არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს (2 გვერდი პროექტის აღწერა, 1 გვერდი პროექტის ბიუჯეტი).


განაცხადი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ელექტრონული ვერსიები ინგლისურ ენაზე უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: khatuna.sandroshvili@undp.org


განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2010.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://jobs.ge/22563/ ან მიმართეთ უნივერსიტეტის განვითარების სამსახურს.

ბანერები