ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

”რელიგიები და ეთნოსები საქართველოში”- წიგნების პრეზენტაცია

20 მარტს, 15.00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ჭავჭავაძის #32, მე-4 სართული) გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნების ,,რელიგიები საქართველოში" და ,,ეთნოსები საქართველოში"   პრეზენტაცია.

დასახელებულ წიგნებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა.

წიგნები გამოცემულია საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს განვითარების პროგრამისა და რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება", შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ბანერები