ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

რეკლამების ფესტივალი ილიაუნიში

განცხადებები

რეკლამების ფესტივალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის მიერ პირველად 2011 წელს ჩატარდა.

პროექტში მონაწილეობას 21 გუნდი იღებდა. სტუდენტები  წინასწარ შერჩეულ კომპანიებზე სარეკლამო ვიდეორგოლებს იღებდნენ. ფინალში ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული, რომლებიც სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

2012 წელს პროექტი განახლებული ფორმატით ტარდება.

კონკურსის წესები მარტივია:
I ტური - "გაშიფრე რეკლამა" - სარეკლამო პოსტერის, ვიდეოსა და სლოგანის მიხედვით გუნდებმა უნდა გამოიცნონ, თუ რისი რეკლამაა დაშიფრული. ძალიან საინტერესო, გასართობი და შემოქმედებითად სამუშაო ტურია.

ნახევარფინალი- "კრეატიული PR" - მონაწილე გუნდები იმუშავებენ კრეატიულ PR -ზე, მოიფიქრებენ სლოგანს წინასწარ მოცემულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

ფინალი- "სარეკლამო ვიდეორგოლის შექმნა" - ფინალში გასული გუნდები, ოპერატორების დახმარებით, შექმნიან საკუთარი სცენარით სარეკლამო ვიდეოს.

კონკურსს ეყოლება ჟიური. ტურის ბოლოს გაირკვევა შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდების ვინაობა. პროექტში მონაწილეობის მიღება ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეეძლება.

მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე არა უგვიანეს 12 მაისისა - fesc@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებსა და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ტელ.: 555-94-12-24

 

ბანერები