ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ქართული ტურიზმის "კარიერის კვირეული"

განცხადებები

19-24 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგეტოს ინციატივით ჩატარდება "კარიერის კვირეული". ღონისძიების ფარგლებში 19-23 სექტემბერს გაიმართება სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ. კვირეულის განმავლობაში მოეწყობა აგრეთვე პრეზენტაციები ლიდერი კომპანიების მონაწილეობით. დასასრულს, 24 სექტემბერს, ჩატარდება "დასაქმების დღე", სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, გაესაუბრონ მათ და დაუტოვონ CV.

"კარიერის კვირეულში" მონაწილეობისთვის გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ვებ გვერდზე: www.careerweek.ge.
 
ღონისძიების პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", კომპანია "Key Management Solutions Georgia", დასაქმების სააგენტოების ასოციაცია.

ბანერები