ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროგრამა „თარგმანი და ტერმინოლოგია“

განცხადებები

სასერტიფიკატო პროგრამა „თარგმანი და ტერმინოლოგია“ ამზადებს მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ მთარგმნელებს, რომელთაც ექნებათ მეთოდოლოგიური ცოდნა ნებისმიერი ტიპის ტექსტის სათარგმნად პროფესიონალი მთარგმნელისათვის აუცილებელი ხერხების გამოყენებით.
 
სწავლა ერთსემესტრიანია. სწავლის ღირებულებაა 850 ლარი.
 
სასერტიფიკატო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სამწლიანი საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება ნებისმიერი სპეციალობით. კანდიდატი უნდა ფლობდეს ერთ რომელიმე ევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური ან იტალიური). სასურველია ფლობდეს რუსულ ენასაც. კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება და ჩააბაროს წერითი გამოცდა.
 
სასერტიფიკატო პროგრამის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული დაეუფლება შესაბამის ტერმინოლოგიას სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, სამეცნიერო და ტექნიკური სფერო) მშობლიურ და ორ უცხო ენაზე და შეძლებს მათი გამოყენებით წერითი თარგმანის განხორციელებას.
 
სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს მთარგმნელის სტატუსით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში. იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში, ბანკებში, პარლამენტში, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო სტრუქტურაში.

პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია).

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ილიას უნივერსიტეტში. მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32, A კორპუსი, ოთახი 201. დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ქეთევან მაღალაშვილს, ტელ.: 29 46 12.

ბანერები