ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროგრამა „თარგმანი და ტერმინოლოგია“

სასერტიფიკატო პროგრამა „თარგმანი და ტერმინოლოგია“ ამზადებს მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ მთარგმნელებს, რომელთაც ექნებათ მეთოდოლოგიური ცოდნა ნებისმიერი ტიპის ტექსტის სათარგმნად პროფესიონალი მთარგმნელისათვის აუცილებელი ხერხების გამოყენებით.

სწავლა ერთსემესტრიანია. სწავლის ღირებულებაა 850 ლარი.

სასერტიფიკატო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სამწლიანი საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება ნებისმიერი სპეციალობით. კანდიდატი უნდა ფლობდეს ორ უცხო ენას. მათ შორის ერთი უნდა იყოს რომელიმე ევროპული ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური ან იტალიური), მეორე კი რუსული, B2-ის ან C1-ის დონეზე. კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება და ჩააბაროს წერითი გამოცდა.

სასერტიფიკატო პროგრამის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული დაეუფლება შესაბამის ტერმინოლოგიას სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, სამეცნიერო და ტექნიკური სფერო) მშობლიურ და ორ უცხო ენაზე და შეძლებს მათი გამოყენებით წერითი თარგმანის განხორციელებას.

სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს მთარგმნელის სტატუსით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში. იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში, ბანკებში, პარლამენტში, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში.

პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 16 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის №32, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია).

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 7 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაციის მეორადი ვადაა: 30 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, A კორპუსი, ოთახი 201. დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ქეთევან მაღალაშვილს, ტელ.: 29 46 12.

ბანერები