ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროფესორმა ნოდარ ლადარიამ იტალიის სახელმწიფო პრემია მიიღო

ხუთშაბათს, 4 ივნისს, 18:00 საათზე ი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" პროფესორ ნოდარ ლადარიას იტალიის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - იტალიის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია

2009 წელს პროფესორი, მთრგმნელი, აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, გაზეთ "24 საათი"ს პრეს-ომბუდსმენი ბატონი ნოდარ ლადარია მსოფლიოში იმ 8 ადამიანს შორის მოვხდა, ვისაც იტალიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.

ყოველ წელს სულ რვა იტალიის სახელმწიფო პრემია გაიცემა: იტალიურიდან და იტალიურად საუკეთესო თარგმანებისათვის, იტალიური და უცხოური საუკეთესო გამოცემისათვის და და კიდევ ოთხი სხვადასხვა დარგში საგანგებო პრემია.

პროფესორი ნოდარ ლადარია, რომელმაც ეს ჯილდო მისი მთარგმნელობითი, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და იტალიური კულტურის გავრცელებისათვის მიიღო, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, ვისაც ასეთი პრემია მიენიჭა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.ilpianetalibro.it/generaNews.jsp?id=313&l=it

 

ბანერები