ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროფესორების წერილი დავით უსუფაშვილს

განცხადებები

31.05.2013
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

ბატონო დავით,

29 მაისს მოგმართეთ წერილით, სადაც გამოვთქვამდით წუხილს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნულია, რომ ინიცირებული ცვლილებების განხორციელება გამოიწვევდა, ერთის მხრივ, ჩვენი შრომითი პირობების გაუარესებას, დააზიანებდა თითოეული ჩვენგანის სამუშაო გარემოს, კვლევით დამოუკიდებლობას, კვლევითი საქმიანობის მდგრადობასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, შეაფერხებდა მთლიანად უნივერსიტეტის განვითარებას. შესაბამისად, გთხოვდით, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ არ დაძლეულიყო პრეზიდენტის ვეტო.

სამწუხაროა, რომ 30 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ვეტოს დაძლევამდე მოვისმინეთ თქვენი განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანეს და სინამდვილეში ჩვენი მდგომარეობა არა თუ გაუარესდება, არამედ, პირიქით, გაუმჯობესდება. ასევე, თქვენი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ჩვენთან შესახვედრად.

გამომდინარე თქვენი განცხადებიდან, მოგმართავთ თხოვნით, რომ შევხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა აქტუალური გახდეს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო.

პატივისცემით,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები

ბანერები