ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროფესორ ნათელა იმედაძის 80 წლის იუბილე

სამშაბათს 2 ივნისს ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ქალბატონ ნათელა იმედაძის იუბილე აღინიშნება.

ი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრულ პროფესორს ქალბატონ ნათელა იმედაძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. მისი მრავალმხრივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა კი თითქმის 6 ათეულ წელს ითვლის.. 2005 წლიდან დღემდე არის ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი.

ახალგაზრდა მკვლევარის სამეცნიერო მუშაობა იმთავითვე შეეხო ფსიქოლინგვისტიკის მეტად აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, მეორე ენის დაუფლების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს, ბილინგვიზმის ტიპოლოგიას. კვლევის შედეგები თავისი მნიშვნელობით გასცდა არა თუ საქართველოს, საბჭოეთის ფარგლებს და მსოფლიო ფსიქოლინგვისტთა ყურადრება მიიპყრო. Pნათელა იმედაძე არის პირველი მეცნიერი, რომელმაც ქართველი ბავშვის მეტყველების კროსკულტურული ანალიზი გააკეთა და ქართველი ბავშვების მაგალითზე ბავშვთა მეტყველების დაუფლების კანონზომიერებები, მისი განვითარების უნივერსალური და სპეციფიკური თავისებურებები გამოიკვლია. - პირველი ქართველი ფსიქოლინგვისტი, რომელმაც საქართველოში ფსიქოლინგვიზმის სკოლა დააფუძნა და მისი სახელი საერთაშორისო არენაზე გაიტან.,-ასე იცნობენ პროფ. ნათელა იმედაძეს და მის ღვაწლს ფსიქოლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე.

პროფ. ნათელა იმედაძე არის 3 მონოგრაფიის. 100- ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დღემდე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის სამეცნიერო გამოცემებთან.

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ი. ჭავჭავძის უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში.

 

 

ბანერები