ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროფესორ ჯორჯიო დომინეზეს საჯარო ლექციები

პროფესორი ჯორჯიო დომინეზე პროფესორ ჯორჯიო დომინეზეს საჯარო ლექციები ჩატარდება:

12 მარტი, 17.00 საათი, - "გლობალური მმართველობა და სისტემური შოკი - როგორ ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე".

13 მარტი, 17.00 საათი - "კონფლიქტების პოლიტიკა და ეკონომიკა"

დასწრება თავისუფალია. ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, დამსწრეებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

მისამართი: ილია ჭავჭავაჭის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ავსტრიული ბიბლიოთეკა, მისამართი: ჩოლოყაშვილის გმ. 3/5

ცნობილი იტალიელი პროფესორი ჯორჯიო დომინეზე 11-12 მარტს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა.

ჯორჯიო დომინეზე არის CEEUN- ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კავშირის დამაარსებელი, სულ ახლახანს კი გახდა ცვლილებების მსოფლიო კვლევითი კავშირის კოორდინატორი უცხოელი მკვლევარების დიდი ჯგუფის ჩართვით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში, შავი ზღვის აუზში, ევრაზიაში, რუსეთში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, შორეულ აღმოსავლეთში, აფრიკაში და ამერიკაში.

ჯორჯიო დომინეზეს, მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ტრიესტის უნივერსიტეტში და პოლიტიკურ მეცნიერებებში პადუას უნივერსიტეტში. იგი გახლავთ მოწვეული პროფესორი ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტში, ასევე ევროპის რიგ უნივერსიტეტებში, აზიაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ამერიკაში.

Ca' ფოსკარი ვენსის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტთან აკადემიური მოღვაწეობის დაწყებითი წლების შემდგომ, 90 იან წლებიდან იგი რომში, ლუისის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. ახლა ის ამ უნივერსიტეტის პროფესორია.

რამოდენიმე ხნის წინ იგი ასევე გახდა კვლევითი კონკურსის YICGG 2008 ის ”გეოლოგიური მმართველობა: ზრდა და ინოვაცია 2020"- პროგრამის კოორდინატორი, რომელიც ხორციელდება რომის ტორ ვეგერტა უნივერსიტეტთან, შანჰაის ფუნდანის უნივერსიტეტთან, ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, ეკონომიკისა და საერთაშორისო სწავლებისა და სეის ცენტრთან და გარდამავალი მსოფლიო კვლევის ქსელთან Ceeun at Ca' Foscari ვენეციაში, რომის ლუისის და უდინის უნივერსიტეტებთან ერთად ეს ღონისძიება ჩატარდა 2008 წლის აგვისტოში იტალიის დედაქალაქში ეკონომიკური კემპუსის ტორ ვერგატას სკოლაში და იტალიის საჰაერო ძალების Casa dell' aviatore -ში. პროგრამა გათვალისწინებული იყო 110 ახალგაზრდა სადოქტორო და მაგისტრანტი სტუდენტებისათვის მსოფლიოს თითქმის 30 ქვეყნიდან და განსხვავებით აზიიდან. საერთაშორისო ფაკულტეტი რომელიც ლექციებს ატარებდა YICGG ში შექმნილი იყო 35 პროფესორისა და ექსპერტისაგან.

იგი არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი: ”ვიფოს" (ავსტრიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი) სამეცნიერო საბჭოების (კურატორიუმის), ვენაში IDM-ი (დონისა და შუა ევროპის ინსტიტუტი) და ზოგიერთი სხვა იტალიური და საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტები: AEA - ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია; IISS- სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტი ლონდონში; EEA - ევროპის ეკონომიკური ასოციაცია; PFP - კონსორტიუმი; ERSA- ევროპის რეგიონალური სამეცნიერო ასოციაცია; EACES- შედარებითი ეკონომიკური სწავლების ევროპული ასოციაცია; ICETS- რომის/ ტრესტის გარდამავალი სწავლების საერთაშორისო ცენტრი; IPSA- საერთაშორისო პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია. ის არის ევრაზიის ეკონომეტრიქსის განხილვის საგამომცემლო კოლეგიის წევრი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, იგი დაინიშნა ევროპ-აზიის პროგრამის LLL საგანმანათლებლო ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრად, რომელიც დაკავშირებულია ევრო კავშირის ASEM თან.

ამჟამად იგი არის ვენაში ჩილეს რესპუბლიკის საპატიო კონსული, ავსტრიის რესპუბლიკის მიერ მინიჭებული აქვს უმაღლესი ჯილდოები სამეცნიერო და ეკონომიკური დამსახურებისთვის, ისევე როგორც ”როტარი ინტერნეიშენალისგან" სადაც იგი არის პოლ ჰარისის საზოგადოების წევრი და ცოტა ხნის წინ დაინიშნა ”სპეციალური სამსახურისადმი" ერთგულების სიგელით.

 

ბანერები