ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

განცხადებები

სამართლის სკოლა
,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“
პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო!
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) თბილისი, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან (TCJ) ერთად 11-15 ნოემბერს ახორციელებს მორიგ სამართლის სკოლას, ამჯერად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის თემაზე.
პროექტის მიზანია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პოპულარიზება, სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და სფეროში არსებული აქტუალური საკითხებითმათი დაინტერესება.

პროექტს პარტნიორობას უწევენ: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამართლის სკოლის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან მოწვეული სპეციალისტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა:

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცნება, წარმოშობის ისტორია და წყაროები;
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი; - შეიარაღებული კონფლიქტის ცნება და სახეები;
შეიარაღებული კონფლიქტის სუბიექტები და მათი სტატუსები, დაცვის სტანდარტები;
ოკუპაცია, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებებიდან კონკრეტული შემთხვევის განხილვა (Case Study);
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართება; - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაცია,
პასუხისმგებლობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისათვის;
ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები.
სამართლის სკოლა გაიმართება იუსტიციის სამინისტროში, 11-15 ნოემბერს. მისამართი: გორგასლის ქ. 24ა, თბილისი, I სართული, მე-2 საკონფერენციო დარბაზი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია შეავსონ აპლიკაციის ფორმა, რის საფუძველზეც შეირჩევა 40-მდე სტუდენტი.
პროექტში მონაწილეობისათვის განცხადების შევსების ბოლო ვადაა ა.წ. 9 ნოემბერი, 14:00 სთ.
რეგისტრაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა.
ლინკი: https://docs.google.com/forms/d/1gYMbL36O4lvKP_VUEQmxuj8gCIbvqWo_sKo3muHR_d4/viewform
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Tel: (+995 577) 13 31 11; (+995 32) 2 38 22 51;
E-mail: sc.tbilisi@elsa.ge

ბანერები