ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროექტი ”კოსმოსური მაგნიტური ველები”

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ”კოსმოსური მაგნიტური ველები: წარმოშობა, ევოლუცია და დაკვირვებითი გამოვლინებები” - პროექტის ფარგლებში მომავალ და არსებულ დოქტორანტებს იწვევს გასაუბრებაზე. პროექტი ითვალისწინებს დოქტორანტების ჩართვას კვლევაში, რომელიც განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ობსერვატორიისა და კარნეგი-მელონის (პიტსბურგი, აშშ) უნივერსიტეტის ბაზაზე. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) მიერ.

კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები: 

  1.      ჰქონდეთ მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში ან ასტრონომიაში/ასტროფიზიკაში
  2.      ფლობდნენ პროგრამირების საფუძვლებს
  3.      ფლობდნენ ინგლისურ ენას
  4.      გასაუბრების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ჩააბარონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (იმ შემთხვევაში, თუ უკვე არ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები)

დაინტერესებულმა პირებმა ა.წ. 1 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით პროფ. თინათინ კახნიაშვილს ელექტრონულ მისამართზე tinatin@iliauni.edu.ge გაუგზავნეთ:

  1. რეზიუმე (СV) საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი) მითითებით
  2. სამაგისტრო და საბაკალავრო აკადემიური მოსწრების დანართი

გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება 19 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასაუბრების ზუსტი დრო და ადგილი კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ.

ბანერები