ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროექტი "აქტიური მოქალაქეები"

განცხადებები

"აქტიური მოქალაქეები" წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოსა და „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ ერთობლივ პროექტს. მისი მიზანია მონაწილეებმა გაიუმჯობესონ საზოგადოებრივი ცნობიერება, შეიქმნან მოტივაცია საზოგადოებაში შემდგომი საქმიანობისთვის და გაიაზრონ სად არის მათი საზოგადოების ადგილი მსოფლიოში და როგორი გლობალური რეზონანსი აქვს მათ ადგილობრივ აქტიურობას.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 25 წლამდე, 30 მოტივირებული ახალგაზრდა (პრიორიტეტი მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებს), რომლებიც მომზადების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე ჩაატარებენ ტრენინგებს დევნილთა დასახლებებში (წყნეთი, კოჯორი და თბილისი).

პროექტის მონაწილეებს წლების მანძილზე აპრობირებული წარმატებული მეთოდურ პროგრამებზე დაყრდნობით მოამზადებენ გამოცდილი ტრენერები.

მონაწილეებისათვის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდება ოქტომბრის ბოლო კვირას. მონაწილეები შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმებისა და გასაუბრების საფუძველზე. ტრეინინგები ჩატარდება თბილისში, მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ტექნიკური ბაზის საფუძველზე, გამოცდილი ტრენერების მიერ, მაღალეფექტური ინტერაქტიული მეთოდოლოგიით.

ტრენინგის დროს მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით და ერთჯერადი კვებით. პროექტის სამუშაო ენაა ქართული.

სააპლიკაციო ფორმის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: www.youth.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით:
activecitizen2010@gmail.com, tamuna.pkhakadze@apd.ge
ან ტელეფონის ნომერზე: +995 32 30 20 55
საკონტაქტო პირი: თამარ ფხაკაძე (+995 93 282808).

ბანერები