ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროექტების წერის ტრენინგი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა აცხადებს საბუთების მიღებას ტრენინგზე ,,პროექტების წერის ტექნიკა“

ტრენინგ კურსი შეიცავს, როგორც თეორიულ ასევე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებებს,  რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებში იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ეფექტური პროექტების წერისათვის.
აღნიშნული მოდული მოიცავს, როგორც პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტებით სწავლებას, ასევე პროექტის მოცულობის, დროის და ბიუჯეტის  ეფექტურად დაგეგმვას.  ტრეინინგის მონაწილეები ასევე, გაეცნობიან პროექტების რისკ მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების და ხარისხის კონტროლის საფუძვლებს.

აღნიშნული თორმეტ საათიანი სასწავლო მოდულის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ:

  • დამოუკიდებლად განსაზღვრონ და დაიცვან ყველა ძირითადი საერთაშორისო   სტანდარტები, რაც აუცილებელია როგორც საგრანტო ასევე ბიზნეს პროექტების შედგენისათვის.
  • აწარმოონ პროექტის ბიუჯეტისა და დროის ზუსტი გამოთვლა.
  • წინასწარ გაითვალისწინონ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული  რისკები და განსაზღვრონ მათზე რეაგირების სტრატეგია.
  • ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმარებისათვის დოკუმენტაციის შედგენას და ადამიანური რესურსების ეფექტურად განაწილებას.
  • პროექტის მოცულობის რეალისტურად განსაზღვრას და აღნიშნულის ეფექტურად ასახვას მისი დაგეგმარების პროცესში.
  • ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.


ტრენინგი ჩატარდება ბიზნეს სკოლის ბაზაზე, მცირე ჯგუფში (15-20 მონაწილე), დრო და თარიღი შეირჩევა აპლიკაციების მიღების შემდგომ  შერჩეულ კანდიდატებთან კონსულტაციის საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: application@iliauni.edu.ge 

ტრეინინგის ხანგრძლივობაა 2 დღე.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014  წლის 28 მარტი, 18:00 საათი,   კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარადება 7-8 აპრილს,  შერჩეულ  კანდიდატებს პასუხი ეცნობებათ 10 აპრილს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: application@iliauni.edu.ge 

ბანერები