ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პროექტების განვითარების უფასო ტრენინგი

განცხადებები

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის - Project Actors Capacity Training in Caucasus (PACT) - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი საპროექტო განაცხადის მომზადებაში.

ტრენინგი მიზნად ისახავს შერჩეული კანდიდატებისთვის საპროექტო განაცხადის შესამუშავებლად საჭირო ცოდნის გადაცემასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თავიანთ საპროექტო იდეაზე, დახვეწონ და მოამზადონ საპროექტო განაცხადი სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორისთვის.

ტრენინგის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის (დანია) წარმომადგენელი.

ტრენინგი მოიცავს დასაწყის და დასკვნით სამდღიან სემინარებს და შუალედურ ოთხ ონლაინ-სესიას შემდეგი განრიგით:

  • საწყისი სემინარები - 28-30 სექტემბერი, 2015;
  • 4 ონლაინ-სესია - ოქტომბერი, 2015;
  • დასკვნითი სემინარები - 2-4 ნოემბერი, 2015.

ტრენინგში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობებია:

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • კარგი ICT კომპეტენცია;
  •  საპროექტო იდეა.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: development@iliauni.edu.ge 2015 წლის 24 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები 

  • ინგლისურენოვანი CV
  •  სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მოკლედ იქნება ახსნილი თქვენი საპროექტო იდეა (მაქსიმუმ, 300 სიტყვა)

შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 6 კანდიდატი.

ბანერები