ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

PPRTC-ის ტრენინგზე ,,მოლაპარაკების ხელოვნება“ განაცხადების მიღება დაიწყო

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების პროგრამასთან არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს მიღებას  სასერტიფიკატო კურსზე “მოლაპარაკებების ხელოვნება: სტრატეგიები, ტაქტიკა და პროცესები”. 

პროგრამის მიზანია, საჯარო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ პირებს მისცეს ცოდნა მოლაპარაკების სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესახებ და ჩამოაყალიბოს ისინი ეფექტურ მომლაპარაკებლებად, რომლებიც შეძლებენ მოლაპარაკებების წარმართვას მათი ორგანიზაციების შიგნით, შეძლებენ მათი ორგანიზაციების ინტერესების დაცვას სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დროს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

სატრენინგო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

o   რა არის მოლაპარაკება და მისი ძირითადი ელემენტები

o   მოლაპარაკებების მომზადება

o   მოლაპარაკებების სტრატეგიები და ტაქტიკები

o   რთული და კომპლექსური მოლაპარაკებების მართვა

o   მოლაპარაკებები მულტიკულტურულ გარემოში

o   მოლაპარაკებები საერთაშორისო გარემოში და მრავალმხრივი მოლაპარაკებები


სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსის მეთოდიკა ეფუძნება  პრაქტიკული სავარაჯიშოებისა და ქეისების შესრულებასა და განხილვას; პირადი გამოცდილების გაზიარებასა და ანალიზს; თეორიული მასალის მისადაგებას ხსენებულ პრაქტიკულ კომპონენტებს.

კურსს უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოლაპარაკებების სწავლებისა და კვლევის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი (ESSEC IRENE) ტარიელ სიხარულიძე მრავალწლიანი საერთაშირსო გამოცდილებით.   ტარიელ სიხარულიძე კითხულობს მოლაპარაკებებს კურსს საფრანგეთის ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (ESSEC Business School Paris-Singapor). ატარებს ლექციათა კურსს მოლაპარაკებებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. წაკითხული აქვს მოლაპარაკებათა კურსი საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში (Ecole de Guerre), საფრანგეთის ეროვნული ადმინისტრაციის უმაღლეს სკოლაში (Ecole Nationale d’Administraion), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩატარებული აქვს ტრენინგები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის საჯარო მოხელეებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა: სულ მოიცავს 24 საათს გადანაწილებული 1/2 კვირის განმავლობაში (მეცადინეობის განრიგი შეთანხმების საგანი)

რადგან აღნიშნული კურსის საფასურის დიდი ნაწილი დაფინანსებულია USAID-ის მიერ  EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში მისი ღირებულება დარეგისტრირებული მსმენელისთვის შეადგენს 200 ლარს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და USAID-ის ერთობლივი  სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნოთ CV-ი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: nino.kvavadze.1@iliauni.edu.ge

გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ”სასერტიფიკატო კურსი მოლაპარაკებებში”.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014  წლის 12 აგვისტო 18:00 საათი.

დაგვიკავშირდით:

მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
ტელ:  (+995) 32 2 23 10 57(+995) 32 2 23 10 57(+995)  557 54 86 26
ელ-ფოსტა:  nino.kvavadze.1@iliauni.edu.ge

ბანერები