ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

PPRTC-ის ტრენინგი მოლაპარაკებებში

განცხადებები

მოლაპარაკების ერთთვიან ტრენინგზე განაცხადების მიღება გრძელდება

22 მაისიდან საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ორგანიზებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ერთთვიანი ტრენინგი “მოლაპარაკების ხელოვნება: სტრატეგიები, ტაქტიკა და პროცესები” დაიწყება;

კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიურ საათს მოიცავს, რომელიც გადანაწილებულია 22 მაისიდან -14 ივნისის ჩათვლით პერიოდში ყოველ ხუთშაბათ (19:00 საათი) და ყოველ შაბათ დღეს (11:00 საათი);

 პროგრამის მიზანია, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ პირებს მისცეს ცოდნა მოლაპარაკების სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესახებ და ჩამოაყალიბოს ისინი ეფექტურ მომლაპარაკებლებად, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმართვა მათიორგანიზაციების შიგნით; შეძლონ მათი ორგანიზაციების ინტერესების დაცვა სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონულსა და საერთაშორისო დონეზე.

 სატრენინგო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

•    რა არის მოლაპარაკება და მისი ძირითადი ელემენტები;
•    მოლაპარაკების მომზადება;
•    მოლაპარაკების სტრატეგია და ტაქტიკა;
•    რთული და კომპლექსური მოლაპარაკების მართვა;
•    მოლაპარაკება მულტიკულტურულ გარემოში;
•    მოლაპარაკება საერთაშორისო გარემოში, მრავალმხრივი მოლაპარაკება.

 სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსის მეთოდიკა ეფუძნება პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და განხილვას; პირადი გამოცდილების გაზიარებასა და ანალიზს; თეორიული მასალის მისადაგებასხსენებულ პრაქტიკულ კომპონენტებთან.

 კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოლაპარაკების სწავლებისა და კვლევის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი (ESSEC IRENE), ტარიელ სიხარულიძე, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისოგამოცდილება აქვს: სხვადასხვა დროს ის კითხულობდა მოლაპარაკებათა კურსს საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში (Ecole de Guerre), საფრანგეთის ეროვნული ადმინისტრაციის უმაღლეს სკოლაში (Ecole Nationale d’Administraion), საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროში; ჩატარებული აქვს ტრენინგები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის საჯარო მოხელეებისათვის.

ტარიელ სიხარულიძე ამჟამად კითხულობს მოლაპარაკებათა კურსს საფრანგეთის ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (ESSEC Business School Paris-Singapor) და ატარებს ლექციებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციაში.

რადგან აღნიშნული კურსი დიდწილად დაფინანსებულია USAID-ის მიერ EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში, მისი ღირებულება დარეგისტრირებული მსმენელებისთვის შეადგენს 200 ლარს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 მაისი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ნინო იმედაშვილი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის კოორდინატორი
ტელ: +995 599 48 70 47+995 599 48 70 47
ელ. ფოსტა: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები