ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

PPRTC-ის საგრანტო კონკურსი ენერგეტიკის სფეროში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC), ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკის ანგარიშის (Policy Paper) შემუშავების მიზნით, საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსში საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია აკადემიურ და კვლევით პერსონალს, რომელსაც საქართველოში ენერგეტიკის პოლიტიკის სფეროში ექსპერტული ცოდნა გააჩნია. განცხადებების განმხილველი კომისია უპირატესობას მიანიჭებს განაცხადს, რომელიც ორიენტირებულია არა თეორიულ/აკადემიურ კვლევაზე, არამედ პრაქტიკულ, გამოყენებადი პოლიტიკის (policy) კვლევაზე.

გამარჯვებულ ავტორს/ავტორებს მოეთხოვებათ მითითებული კვლევის ერთი თვის განმავლობაში (2014 წლის 7 ივლისიდან - 7 აგვისტოს ჩათვლით) წარმოება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა საკვლევ პროექტზე შეადგენს 3,000 (სამი ათას) აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი აპლიკაციის შევსება და პროფესიულ რეზიუმესთან ერთად განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე გადაგზავნა მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით.

საგრანტო კონკურსი ხორციელდება პროექტის - „საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნა“ - ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად ახორციელებს.

საგრანტო განაცხადის ანოტაცია
საგრანტო განაცხადის ფორმა

ბანერები