


პირველი წლის სტუდენტების საყურადღებოდ!
განცხადებები
არგუსი არჩევის რეჟიმში პირველი სასწავლო წლის სტუდენტებისთვის ჩაირთვება 30 სექტემბერს 11 საათზე. პირველი წლის სტუდენტებს გთხოვთ, 30 სეტქემბრამდე ნუ შეეცდებით არგუსში შესვლას.
შეგახსენებთ, რომ პირველი წლის სტუდენტი პირველი წლის სწავლის საფასურს იხდის ერთიანად 30 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტი პასიურდება სასწავლო პროცესის ელექტრონულ სისტემა „არგუსში“ და ეკისრება ვადის დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. მას შესაძლებლობა აქვს სწავლის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში (სანამ „არგუსი“ არჩევის რეჟიმშია ჩართული), დაფაროს სწავლის გადასახადი და ჯარიმა, რის შემდეგაც ის გააქტიურდება „არგუსში“ და შესძლებს საგნების არჩევას. თუ სტუდენტმა ამ ვადაშიც არ გადაიხადა სწავლის გადასახადი, მაშინ მას უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ვერ აგრძელებს სწავლას მიმდინარე სემესტრში.
სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სემესტრებს შორის პერიოდში. ამისათვის, საჭიროა უნივერსიტეტის კანცელარიაში დაიწეროს განცხადება სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ, რომელსაც დაერთვება დავალიანების დაფარვის ქვითარი. სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. აქედან, სამი წლის განმავლობაში მას უნარჩუნდება მოპოვებული გრანტი და უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები.
ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებული შეკითხვები გამოგვიგზავნეთ მისამართზე: ithelp@iliauni.edu.ge
არგუსთან დაკავშირებული შეკითხვები გამოგვიგზავნეთ მისამართზე: argus@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტი