ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

Philip C. Jessup -ისთვის სტუდენტების შერჩევა

განცხადებები

Jessup საერთაშორისო სამართლის ყველაზე დიდი იმიტირებული პროცესია, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს 550-მდე სამართლის სკოლა. საქართველო მონაწილეობას იღებს  1996 წლიდან. აღნიშნული იმიტირებული პროცესი შედგება ორი ეტაპისგან, ეროვნული ჩემპიონატი და საერთაშორისო ჩემპიონატი.
Jessup- ის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად სამართლის სკოლამ უნდა დააკომპლექტოს ოთხი სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი.
მოთხოვნები:  სტუდენტი სრულყოფილად უნდა  ფლობდეს  ინგლისურ ენას და გააჩნდეს კვლევის უნარი, ასევე ზოგადი ცოდნა საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.
(იმიტირებული პროცესის ფარგლებში სამუშაო ენას ინგლისური წარმოადგენს, რაც მოიცავს ინგლისურ ენაზე მემორიალების დაწერას, ინგლისურ ენაზე კვლევას და ვერბალურ შეჯიბრს)
მსურველებმა რეგისტრაციისთვის გამოაგზავნეთ E-Maili შემდეგ მისამართზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge. და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის ბოლო ვადას წარმოადგენს მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომერზე 577 49 33 77- საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი

ბანერები