


„პეტერ დრუკერის მე-2 გლობალური გამოწვევა“
განცხადებები
„პეტერ დრუკერის საზოგადოება ევროპა” (PDSE) იწყებს ესეების კონკურსს „პეტერ დრუკერის მე-2 გლობალური გამოწვევა“.
პროგრამა განკუთვნილია 35 წლამდე ახალგაზრდა მენეჯერების, მეწარმეებისა და სტუდენტებისათვის.
კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც მიეცემათ შანსი, გაემგზავრონ ვენაში საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად. „პეტერ დრუკერის მე-3 გლობალური ფორუმი 2011“ გაიმართება ავსტრიაში 2011 წლის 3-4 ნოემბერს. გამარჯვებულების გარდა, საუკეთესო 40 ნაშრომი უფასოდ დაიშვება კონფერენციაზე.
საკონკურსო ესეების თემა უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითს: MANAGEMENT, WHAT IS IT GOOD FOR?
ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ და გერმანულ ენებზე. იგი უნდა შედგებოდეს 1500 – 3000 სიტყვისაგან (5-10 გვერდი).
ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2011.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.druckerchallenge.org/