ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა

განცხადებები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 2017-2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს ორი სახის სასტიპენდიო პროგრამას:

  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურზე ერთ- ან ორსემესტრიანი გაცვლითი პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლისათვის; სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ინგლისურ ან ჩინურ ენაზე, ასევე, გაიარონ ჩინური ენის შემსწავლელი კურსები. პროგრამა ფარავს სწავლის ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  1. ნიშნების ფურცელი;
  2. სარეკომენდაციო წერილი (გაცემული ლექტორის მიერ);
  3. სამოტივაციო წერილი;
  4. პასპორტის ასლი;
  5. აპლიკანტის ფოტოსურათი.

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.

  • ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიღება სრულ სამაგისტრო (ორწლიანი) და სადოქტორო (ოთხწლიანი) საფეხურზე. პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა და დაზღვევის ხარჯებს. გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  1. EUROPASS CV;
  2. ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ;
  3. მოტივაციის წერილი;
  4. 2 სარეკომენდაციო წერილი (გაცემული ლექტორის მიერ);
  5. რეკომენდაციის წერილი მიმღები უნივერსიტეტისაგან;
  6. პასპორტის ასლი;
  7. ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
  8. ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.

პირველ ეტაპზე სტუდენტმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: foreign-relations@iliauni.edu.ge. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

სრული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, მეორე ეტაპზე გადასულმა კანდიდატმა დამატებით უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა, გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და ატვირთოს საჭირო საბუთები ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდზე. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5, E 208 ოთახი
ტელ: +995 32 2 22 00 09 (367)
ელფოსტა: foreign-relations@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები