ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მუსიკის სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

განცხადებები

2013 წლის 7-14 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი ატარებს ღია კარის კვირას, რომელიც მოიცავს:

1.1. პრეზენტაციებს. აქ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ მუსიკა როგორც ძირითადი ან მეორე პროფესია, რა მიმართულებებს გთავაზობთ, რა პერსპექტივები გაქვთ ჩვენი პროგრამების დამთავრების შემდეგ, ვინ გასწავლით და სხვ.
პრეზენტაციაზე დასწრება შეგიძლიათ

სამშაბათს, 7 მაისს
პარასკევს, 10 მაისს
შაბათს, 11 მაისს

სამივე პრეზენტაცია გაიმართება 17.00-ზე, D410 აუდიტორიაში.

 2. 2. ღია ლექციებს. მათზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.   ლექციები ტარდება
ყოველდღე  7 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით (გარდა 9 და 12 მაისისა)
ლექციების ცხრილი იხილეთ მუსიკის ცენტრის ვებ-საიტზე www.music.iliauni.edu.ge
 
მუსიკის ცენტრის მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 32, D კორპუსი, 410 აუდიტორია
ვებ-საიტი: www.music.iliauni.edu.ge
ელ-ფოსტა: m.adamia@iliauni.edu.ge
ტელეფონი: 595-29-62-64

ბანერები