ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მთარგმნელ-თარჯიმნის მოსამზადებელი პროგრამა

განცხადებები

გრძელდება საბუთების მიღება მთარგმნელ-თარჯიმნის და სინქრონისტის მოსამზადებელ სასერტიფიკატო პროგრამაზე (ინგლისური / გერმანული / ფრანგული ენები) 2011-2012 სასწავლო წლისათვის 30 სექტემბრის ჩათვლით.

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;

ბ) უნივერსიტეტის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლები;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ორი ფოტოსურათი ¾;

ე) ავტობიოგრაფია ქართულ და შესაბამის უცხო ენებზე.

მსმენელთა ჩარიცხვა მოხდება შესაბამის უცხოურ და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე.

სწავლის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს მიენიჭება მთარგმნელ-თარჯიმნის კვალიფიკაცია.

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს ორი მოდულის არჩევის შემთხვევაში 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს, სამი მოდულის შემთხვევაში 3 150 (სამი ათას ას ორმოცდაათ) ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ენების ცენტრს:

ელ.ფოსტა: lc@iliauni.edu.ge

ტელ.: 2 22 50 85.

ბანერები