ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მრავალფეროვნების საკვირაო სკოლა

განცხადებები

მედიის განვითარების ფონდი MDF იწვევს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირების წესით ჩარიცხულ არაქათულენოვან სტუდენტებს მრავალფეროვნების საკვირაო სკოლაში

პროგრამის ფარგლებში მსმენელები :
• გაივლიან პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო ჟურნალისტიკაში;
• მოისმენენ თემატურ ლექციებს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში;
• შექმნიან მედია პროდუქციას, რომელიც  facebook-ის გვერდზე - "ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვმოქმედებთ" - განთავსდება;

საკონკურსო ჟიური 3 საუკეთესო სტუდენტური ნაშრომის ავტორს შემდეგი პრიზებით დააჯილდოვებს:
მე-3 ადგილი - მინი ვიდეო კამერა
მე-2 ადგილი - მინი IPad-ი
I ადგილი - პერსონალური ნოუთბუკი და 1 თვიანი სტაჟირება რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ მოტივაციის წერილი, თუ რატომ სურთ მონაწილეობის მიღება პროგრამაში და 17 მარტამდე გამოგზავნონ შემდეგ ელ-მისამართზე:
mdfdiversityschool@gmail.com
სამოტავაციო წერილის საფუძველზე შერჩეული მსმენელბისთვის საკვირაო სკოლაში სწავლა  22 მარტს დაიწყება და შაბათობით გაიმართება.
საორიენტაციო შეხვედრები სტუდენტებთან გაიმართება:
• 6 მარტს, 16:00სთ-ზე - ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სააქტო დარბაზში (ჭავჭავაძის გამზ. #8).
• 11 მარტს, 16:00 სთზე - ილიას სახ. უნივერსიტეტის სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდულ ცენტრში, D  კორპუსი, აუდიტორია 201 ( ჭავჭავაძის გამზ #32, შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან).
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
www.mdfgeorgia.ge
https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation

ტელეფონი: 2 22 00 16;  577793294

ბანერები