ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

"მომავალი ლიდერები"

განცხადებები

მომავალი ლიდერები
ევრო კავშირი და ევრო კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, სემინარები და კონკურსი

პროექტის მიზანი:
ახალგაზრდების, როგორც მომავალი ლიდერების ცნობიერების ამაღლება ევრო კავშირსა და ევრო კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე.

დაგეგმილი აქტივობები:

1.მომხსენებლებთან შეხვედრა - ბრიტანეთის საბჭო მოაწყობს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა შეხვედრას  ბრიტანეთის ელჩთან, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროდან და  ნატოს და ევრო კავშირის საინფორმაციო ცენტრიდან მოწვეულ მომხსენებლებთან.

2.კონკურსი - უცხო ენების შესწავლის მნიშვნელობა

ილიას უნივერსიტეტის ბრიტანეთის საბჭოს პედაგოგები ჩაატარებენ გაკვეთილს უცხო ენების შესწავლის თემაზე TeachingEnglish ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენებით - http://www.teachingenglish.org.uk/language-assistant/essential-uk/languages.

გაკვეთილზე სტუდენტები

  • იმსჯელებენ იმაზე თუ რა როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში უცხო ენის შესწავლე, რამდენ უცხო ენას ფლობენ ან ეუფლებიან, უცხო ენების შესწავლის რა მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას და ა.შ
  • შეიტყობენ ევრო კომისიის მიერ 2012 წელს ევროპის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თუ რომელ უცხო ენებზე საუბრობენ სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში, რა ტენდენციებია უცხო ენების სწავლების კუთხით.
  • განიხილავენ  უცხო ენების სწავლების თემაზე სხვადასხვა მოსაზრებებს .

კონკურსში მონაწილე სტუდენტებს დაევალებათ მოამზადონ და წარმოადგინონ გაკვეთილზე განხილული თემებიდან მათთვის მისაღებ თემაზე დაწერილი მოკლე ესე ან  ვიდეო გამოსვლა.

3. ბრიტანეთის საბჭო მოაწყობს კონკურსის საფინალო ღონისძიებას რომელზეც მოხდება  ფინალისტების ნამუშევრების პრეზენტაცია

კონკურსის პირობები

  • საკონკურსო ნამუშევრის თემა უნდა წარმოადგენდეს გაკვეთილზე განხილული თემებიდან ერთ-ერთს.
  • საკონკურსო ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული ინგლისურ ენაზე
  • ესე უნდა იყოს 200 – 250 სიტყვიანი. (ესეს პრეზენტაციის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 5 წუთი)
  • ნამუშევრის სტრუქტურა უნდა იყოს შესრულებული ბრიტანეთის საბჭოს ვებ-გვერდზე მოცემული ესეს სტრუქტურის მსგავსად.          http://learnenglish.britishcouncil.org/en/writing-purpose/essays.
  • ვიდეო გამოსვლის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 5 წუთი
  • ვიდეო გამოსვლები მსგავს თემებზე იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
  • http://www.ted.com/talks/jay_walker_on_the_world_s_english_mania#t-251306
  • http://www.ted.com/talks/patricia_ryan_ideas_in_all_languages_not_just_english

პრიზები:

I ადგილი - ერთ კვირიანი სასწავლო-კულტურული პროგრამა ლონდონში
II ადგილი
- IPad
III ადგილი
- IPod Touch

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ დასარეგისტრირებლად მობრძანდით C 411 - ში ყოველდღე შაბათ კვირის გარდა 10:00 - დან 17:00 საათამდე.

ბანერები