ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი 2010

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ყურადღება: ქართველოლოგიურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. მათ უნდა მიმართონ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფონდს - რუსთაველის ფონდს, მისამართზე: დ. უზნაძის ქ 68, II სართული.

ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2009 წლის 9 ნოემბრიდან, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

იხილეთ საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადები:
ა) 2010 წლის იანვარი - თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2009 წლის 15 დეკემბერი;
ბ) 2010 წლის მარტი - აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 თებერვალი;
გ) 2010 წლის მაისი - ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 აპრილი;
დ) 2010 წლის ივლისი - აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 ივნისი;
ე) 2010 წლის სექტემბერი - ოქტომბრისათვის დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 15 აგვისტო;
ვ) 2010 წლის ნოემბერი - დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 15 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულით:
http://www.gnsf.ge/fulltext.asp?id=832&idcategory=200

პროგრამის კოორდინატორი: ეკატერინე ბუთლიაშვილი
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: 95 21 66;
ფაქსი: 95 62 05
ელ-ფოსტა: ekaterine@gnsf.ge
ვებ-გვერდი: www.gnsf.ge

 

ბანერები