ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მობილობით ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაციის ვადები

განცხადებები

მობილობით ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაციის ვადები: 2011 წლის 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით (10.00 დან 18.00 საათამდე).

რეგისტრაციის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის კანცელარია, მისამართი: თბილისი 0162, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5.

საბუთების ნუსხა:

ბაკალავრიატი:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ¾ და მათი ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე ;
  • ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების შესახებ ფაკულტეტის, პროგრამის, სწავლის წლიური საფასურის ან/და გამოყოფილი სახელმწიფო გრანტის ოდენობის მითითებით, რომელიც გაცემული იქნება 2011 წლის 1 აგვისტოს შემდეგ;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი;
  • ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • სოციალური გრანტის ან დაფინანსების სხვა წყაროს არსებობის შემთხვევაში - შესაბამისი აქტის დამოწმებული ასლი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის მიერ განვლილი სასწავლო კურსებისა და მიღებული შეფასების შესახებ (ნიშნების ფურცელი);
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში - აღნიშნული გადაწყეტილების დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.  


მაგისტრატურა:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ¾ და მათი ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
  • ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების შესახებ ფაკულტეტის, პროგრამის, სწავლის წლიური საფასურის ან/და გამოყოფილი სახელმწიფო გრანტის ოდენობის მითითებით, რომელიც გაცემული იქნება 2011 წლის 1 აგვისტოს შემდეგ;
  • ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.


დოქტორანტურა:

  • განცხადება (იწერება კანცელარიაში)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 2 ფოტო სურათი და კომპაქტ - დიკზე (CD) ჩაწერილი ფოტო ¾
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა დოქტორანტობის შესახებ (ფაკულტეტის, სწავლების წლის, პროგრამის, სადოქტორო თემისა და ხელმძღვანელის მითითებით) გაცემული 2011 წელს
  • ჩარიცხვის ბრძანების ასლი/ამონაწერი (დამოწმებული)
  • სტატუსის შეჩერებისა ან შეწყვეტის შემთხვევაში - აღნიშნული ბრძანების ასლი/ამონაწერი (დამოწმებული)
  • აკადემიური მოსწრების ბარათი
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი.
ბანერები